16 дек 2018

Армяне одни из древних народов!! 480.mp4

HAMLET HAKVERDYAN
0:57
10 КОММЕНТАРИЕВ
Заза Бакурадзе
Заза Бакурадзе
ნინა ახლოურიახლახანს სომხეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარის, ავაგ არუთუნიანის მოსაზრებამ, რომ შესაძლოა საფერავი ყურძნის არა ქართული, არამედ სომხური ჯიში იყოს, ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. "მარანში" სულ ცოტა ხნის წინ კიდევაც დაიბეჭდა ქართველი მეღვინის, მალხაზ ჯაყელის პასუხი არუთუნიანის გამოცხადებულ პრეტენზიაზე. ბატონი ავაგის არგუმენტს, რომ საფერავი ათას წელზე მეტია, სომხეთის ჩრდილოეთით ხარობს და ამიტომ სადაო საკითხია, თუ ვინ დაიწყო მისი მოყვანა, ჯაყელმა ივანე ჯავახიშვილის ცნობები დაუპირისპირა, რომელთა მიხედვით, საფერავი ვაზის უძველესი, კახური ჯიშია. როგორც ოდნავ მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ქართულ-სომხური დაპირისპირება ღვინის საკითხში მხოლოდ დასაწყისი იყო უფრო სენსაციური, მე ვიტყოდი, რევოლუციური განცხადებისა. ის გრეგორი არეშიანს, კალიფორნიის (UCLA) უნივერსიტეტის პროფესორს ეკუთვნის, თუმცა მხოლოდ მისი ფრაზის გამეორება გაუგებრობას გამოიწვევს, ამიტომ ამბავს თავიდან მოგითხროთ. ათიოდე დღის წინ, National Geographic-ის, ისევე როგორც BBC-ის ახალ ამბებში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო სომეხთა ახალი აღმოჩენის შესახებ. სომხეთში, სოფელი არენის მახლობლად (ერევნის სამხრეთით, 100 კმ დაშორებით მდებარეობს) არსებულ გამოქვაბულში მეცნიერებმა საოცრად კარგად შენახული ტყავის ქალამანი და მასთან ერთად საწნახელი, ყურძნის წიპწები და ღვინის შესანახი ჭურჭელი იპოვეს. როგორც წერენ, ექსპერტიზამ ცხადყო, რომ ფეხსაცმელი, რომელიც, სავარაუდოდ, ღვინის დასაწურად გამოიყენებოდა, 5,500 წლისა უნდა იყოს. ასევე თიხის ჭურჭლის ნამტვრევების ქიმიური ანალიზის შედეგად აღმოჩენილ იქნა ნახშირბადის კვალი, რომელიც ჩვ.წელთაღრიცხვამდე 4100 წლით თარიღდება, ანუ 6100 წლის არის. ქიმიური ტესტის შედეგად თიხის ზედაპირზე გამოვლინდა მალვიდინის კვალიც, პიგმენტის, რომელიც მნიშვნელოვნად არის პასუხისმგებელი წითელი ღვინის შეფერილობაზე და ჯერჯერობით ღვინის კვალის გამოვლენის საუკეთესო ინდიკატორად მიიჩნევა. არქეოლოგმა გრეგორი არეშიანმა, რომელიც გათხრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ პირველად ხდება, როდესაც არსებობს სრული არქეოლოგიური სურათი ღვინის წარმოებისა. მან აქვე დაამატა, რომ ეს აღმოჩენა არის ღვინის წარმოების უძველესი და ყველაზე სანდო მტკიცებულება.
Заза Бакурадзе
Заза Бакурадзе
ცხადია, პირველ განცხადებაში სადაო არაფერია - თუ გამოქვაბულში ნამდვილად მარანი იქნა აღმოჩენილი, მაშინ მას შეიძლება მიენიჭოს უძველესის სტატუსი, თუმცა მეორე კომენტარმა ჩემში მაშინვე ეჭვი გამოიწვია, რადგან ღვინის წარმოების უძველესი მტკიცებულება 8000, მინიმუმ 7500 წლით თარიღდება და ის საქართველოში, ხრამის დიდ გორაზეა აღმოჩენილი. საუბარია ნეოლითური ხანის ღვინის ჭურჭელზე, რომელზეც ყურძნის მტევნები არის გამოსახული. გარდა ამისა, მასში ნაპოვნი იყო როგორც წიპწები, ასევე ღვინის კვალიც, რაც ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული ჭურჭელი ნამდვილად ამ სასმელის შესანახად გამოიყენებოდა. ეს არც ისე გაუხმაურებელი ფაქტი გახლავთ. რადიო Free Europe-ის ვებ-გვერდზე ხსენებული აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებში (სადაც სხვათაშორის ერთი სომეხი წერდა, რომ სომხური (ინდოევროპული) "გინი" არის ქართული "ღვინის" და შემდეგ "wine"-ის სათავე) წავაწყდი ახალზელანდიელი ენდრიუს ვრცელ და კარგად დასაბუთებულ არგუმენტს, რატომ არ არის სომხების აღმოჩენა უძველესი, რომელშიც ნახსენები იყო სწორედ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ნივთი. პატრიკ მაკგოვერნმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური არქეოლოგიის სპეციალისტმა, რომელიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას საქართველოში ჩატარებულ გათხრებში, ამაზე განაცხადა, რომ დასაშვებია არენში აღმოჩენილი ნივთების ღვინოსთან კავშირი, თუმცა მალვიდინზე უკეთ ქიმიურად ამის უტყუარი ინდიკატორი ღვინის მჟავაა, მალვიდინს კი, შესაძლოა, ისეთი ხილიც შეიცავდეს, როგორიც ბროწეულია. თავად მაკგოვერნი ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა. ასე რომ, მიუხედავად ამ მართლაც ძალიან საინტერესო აღმოჩენისა, ფაქტების ინტერპრეტაცია, მსუბუქად რომ ვთქვათ, შემაცბუნებელი გახლავთ. უცნაურია ის ფაქტი, რომ არეშიანმა, რომელიც წესით ამ სფეროში განათლებული ადამიანი უნდა იყოს, არ იცოდა, რომ მისი აღმოჩენა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ღვინის წარმოების უძველესი და ყველაზე სანდო საბუთი. ოდნავ მოგვიანებით სოფელ არენში გაკეთებული ვიდეო ჩანაწერიც ვნახე, რომელშიც ავაგ არუთუნიანი ამბობს, რომ აღნიშნული აღმოჩენა სომეხ მეღვინეებს ძალიან წაადგება საზღვარგარეთ მათი ღვინის გატანის თვალსაზრისით: "სომხური ღვინოები ადვილად მოიკიდებს ფეხს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ მყისიერად დავიკავებთ ძვირფასი ღვინის ნიშას. ამით ჩვენ კოზირი გაგვიჩნდა", - განაცხადა მან. მე ვერ მივხვდი, რატომ ნიშნავს 6000 წლის წინ ღვინის სავარაუდო წარმოების არსებობა გარკვეულ ტერიტორიაზე იმას, რომ დღეს იქ მცხოვრები ხალხი, აპრიორი, ძვირფას ღვინოს ამზადებს (ეს ხომ იგივეა, ოციოდე წლის წინ ქართულ უხარისხო ღვინოს მსგავსი ამბიციები ჰქონოდა ისტორიული ფაქტების გამო) და დაბნეულმა ვიდეოს ყურება განვაგრძე. რეპორტაჟში ნათქვამი იყო ის, რომ არენში ამ აღმოჩენას არავინ გაუკვირვებია, რადგან ამ ტერიტორიაზე ხალხი ღვინის წარმოებით ირჩენს თავს, თუმცა იქაურ მეღვინეებს სიამაყისთვის ახალი მიზეზი მიეცათ. როგორც იქაური ქალის კომენტარიდან შევიტყვე "ამაღელვებელია, როცა იცი, რომ პირველად სწორედ აქ დაამზადეს ღვინო... მალე ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო გახდება, ხალხი ჩამოვა
Заза Бакурадзе
Заза Бакурадзе
როგორც ხედავთ, კიდევ ერთი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მსოფლიოში პირველად სომხეთში, არენში დაამზადეს ღვინო. ბუნებრივია, ამ ფაქტის ინტერპრეტირებაც სრულიად შესაძლებელია, თუმცა ვინაიდან არ მინდოდა ამის გაკეთება მხოლოდ ვარაუდების დონეზე, გადავწყვიტე სანდო ფაქტები მომეძიებინა იმაზე, თუ რატომ არ არის სომხების აღმოჩენა უძველესი და რის მიხედვით მტკიცდება ის, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო. იმედი მაქვს, აქედანვე არ ფიქრობთ, რომ კვაზი-პატრიოტული მოტივები მამოძრავებდა – უბრალოდ, ამის სურვილი ჩემში ზემოთ მოყვანილმა არაკომპეტენტურმა კომენტარებმა გააღვიძეს. ამ თემაზე დაწვრილებით ცნობილ ქართველ ისტორიკოსსა და არქეოლოგს, ბატონ იულონ გაგოშიძეს გავესაუბრე. "სანამ აქ აღმოჩნდებოდა 8000 წლის წიპწები, საქართველო მაინც ითვლებოდა ღვინის სამშობლოდ სხვა მოსაზრებებით. ქართველებს გვაქვს 500-ზე მეტი ყურძნის ჯიში, რომლებიც რაიონირებულია გარკვეულ უბნებში და, როგორც ირკვევა, იქვეა მოშინაურებული: ეს მოშინაურებული ჯიშები გენეტიკურად უკავშირდება იქაურსავე ველურ ვაზს. ადრე ფიქრობდნენ, რომ მევენახეობის წარმოშობის კერა არის წინა აზიის რეგიონი, რომლის არეალში შედის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მცირე აზიის ნაწილი, ირანის ნაწილი, კვიპროსი. ველური ყურძენი იქ ყველგან არის გავრცელებული და ამდენად ყველგან იყო შანსი მისი გაკულტურებისა. დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაც შედის იმ არეალში, სადაც შესაძლებელია ვაზი მოეშინაურებინათ. ამიტომ ეს აღმოჩენა სრულიად მოსალოდნელი იყო", - მითხრა ბატონმა იულონმა და გააგრძელა: “თეორიულად შესაძლებელია იმის დაშვება, რომ ამ რეგიონის ნებისმიერი ქვეყანა იყოს ღვინის სამშობლო, მაგრამ რადგან კულტურული ვაზის წიპწების ყველაზე ძველი ნიმუში (8000 წელი) ჩვენთან არის აღმოჩენილი, მანამ, სანამ უფრო ძველს არ აღმოაჩენენ, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება მიიკუთვნოს პიონერის სტატუსი”. გაგოშიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილ ჭურჭელში ღვინის კვალია დადასტურებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წიპწების ფაქტორსაც, რომელიც კულტურული ვაზისაა (Vitis Vinifera). ვაზის გაკულტურება დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა ღვინის დამზადება დაიწყო. 8000 წლის წინანდელი კულტურული, მოშინაურებული ვაზის წიპწების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამ დროს საქართველოში უკვე არსებობდა მეღვინეობა. ჩემი ვარაუდი, ხომ არ შეიძლებოდა, რომ ის მხოლოდ საჭმელად მოეშინაურებინათ, ბატონმა იულონმა გააქარწყლა, როდესაც მითხრა, რომ სასუფრე ყურძნის ჯიშები უფრო გვიან გაჩნდა, ვიდრე საღვინე, თუმცა ყურძენს, მათ შორის ველურსაც, ადამიანი, ცხადია, ყოველთვის ჭამდა. ამასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, პალეობოტანიკოსს, ქალბატონ ნანა რუსიშვილსაც ვესაუბრე, რომელმაც განმიმარტა, რომ ხრამის გორაზე ნაპოვნ ქვევრში აღმოჩნდა არა მხოლოდ ღვინის მჟავა, არამედ ვაზის ყვავილის მტვერიც, რაც ადასტურებს იმას, რომ ღვინო შემოტანილი კი არაა, არამედ ადგილზეა დაყენებული. მისთვის მოულოდნენლი არ ყოფილა სომხების აღმოჩენა, თუმცა თვლის, რომ უძველესი შეიძლება იყოს მხოლოდ არენის ღვინის მარანი და არა ღვინის წარმოების ფაქტი.
Заза Бакурадзе
Заза Бакурадзе
იულონ გაგოშიძე შეუსაბამობას ხედავს აღმოჩენის დათარიღებასთან დაკავშირებითაც. "აქ რამდენიმე უზუსტობაა: აღმოჩენას ისინი ათარიღებენ 6100 წლით. ეს არის ქრისტეს შობამდე მეხუთე ათასწლეულის დასასრული. არადა (ნივთების მიხედვით) ეს არის კლასიკური მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც ჩაისახა კავკასიაში, მტკვრისა და არეზის აუზში. ეს კულტურა თარიღდება ქრისტესშობამდე დაახლოებით 3250 წლიდან 2600 წლამდე, ე.ი. 1000 წლით უფრო გვიან არსებობდა, ვიდრე ისინი ამ თავის აღმოჩენას ათარიღებენ. თარიღი არ არის სწორი, ეს არის მესამე ათასწლეული ჩვ.წ-მდე, მეოთხე ათასწლეულის დასასრულზე, ჩვ. წ-მდე 3250 წელზე ძველი ეს აღმოჩენა ვერაფრით იქნება”, - ამბობს ბატონი იულონი და არენის გამოქვაბულის ფოტოზე მიმითითებს, სადაც მკაფიოდ არის გამოსახული მტკვარ-არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი ყური ჭურჭელზე, რომელსაც "მარანი" თვალსაჩინოებისთვის მკითხველსაც სთავაზობს. “ქრისტეშობამდე მეოთხე-მესამე ათასწლეულით დათარიღებული კულტურული ვაზის ნაშთები კი წინააზიის ბევრ რეგიონშია აღმოჩენილი”, დასძინა ბატონმა იულონმა. ასევე დავინტერესდი სიტყვა "ღვინის" წარმოშობის საკითხით. "ამბობენ, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო. ეს იმიტომ, რომ ქართულმა ენამ, იბერიული-კავკასიური ენების ოჯახმა შეინახა მთელი სისტემა ღვინოსთან და ვაზთან დაკავშირებული ტერმინოლოგიისა, რომელიც ნასესხები კი არ არის სხვისგან, არამედ მისი საკუთარია", - ამბობს ბატონი იულონი და ჯიბიდან ქართული ტრადიციული ღვინის ფონდის მოსაწვევს იღებს, რომელიც მას წიგნის პრეზენტაციაზე ეპატიჟება. ეს წიგნი, როგორც მოსაწვევზე ჩანს, საკმაოდ სქელტანიანია, სათაურით "მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები". გაგოშიძე ამბობს, რომ არცერთ ენაში, მათ შორის არც სომხურში ამ ტერმინების ამხელა მარაგი არ არის და არც შეიძლება იყოს. მიზეზი მარტივია: მაშინ, როდესაც კავკასიაში მეღვინეობას საფუძველი ეყრებოდა, იბერიულ-კავკასიური ენის მატარებელი ტომები სახლობდნენ, სომხები კი, ინდოევროპული ტომის ხალხი, რეგიონში არენის აღმოჩენიდან 2500 წლის შემდეგ მოვიდნენ დასავლეთიდან. ღვინის უძველესი ტერმინოლოგია ინდოევროპულ ენებთან კავშირში არ არის. "ეს ღვინის ტერმინები არის მხოლოდ იმ ინდოევროპულ ენებში, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქართველებთან, იბერიულ-კავკასიურ ენებთან. თოხარები ჩინეთში ცხოვრობენ, ინდოევროპული ენა აქვთ, სიტყვა "ღვინო" კი არა, რადგან მანამდე წავიდნენ, სანამ ინდოევროპელები ამ ტერმინებს ისესხებდნენ".
Заза Бакурадзе
Заза Бакурадзе
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნონსენსია ისაუბრო ღვინის წარმოების ეთნიკურ კუთვნილებაზე. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ღვინის სამშობლო კავკასიაა და რომ ის არ უნდა მივაწეროთ ინდოევროპული წარმოშობის დღევანდელ სომხებს, რადგან "როდესაც წერ სომხეთს, გულისხმობ სომხებს". მაშინ, როდესაც მეღვინეობის საფუძვლები იყრებოდა, რეგიონში სომხები არ ყოფილან. ჯერ კიდევ ძვ.წ. V საუკუნეში დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, ჰეროდოტეს ცნობით, სასპერები, ალაროდიელები და მატიენები ცხოვრობდნენ. სასპერები, ყველამ ვიცით, ქართველები იყვნენ, მატიენები კი ხურიტული ტომია, ე.ი ასევე კავკასიის აბორიგენები არიან, რადგან ჩეჩნებისა და ინგუშების მონათესავე ენაზე ლაპარაკობდნენ, ისევე როგორც ალაროდიელები ანუ ურარტუელები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ, სომხები არ არიან. ამიტომ თუ ვინმეს შეიძლება მიეწეროს ღვინის კულტურის პიონერობა, ეს უნდა იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი იყოს და არავითარ შემთხვევაში ინდოევროპელები. ის იბერიელი კი, ვინც დღემდე შემოინახა არა მხოლოდ ტერმინები, არამედ ღვინის დაყენების, შენახვისა და მოხმარების უძველესი კულტურა, საწნახელი, ქვევრი, ყანწი და ა.შ. ქართველი გლეხია. მსგავსი იდეების პროპაგანდით სომხური მხარე, ვფიქრობ, დიდ რისკს ეწევა, რადგან უძველესი კულტურის მიკუთვნებით აგროტურიზმის განვითარებას და საკუთარი ღვინის უფრო მაღალ ფასად გაყიდვას ცდილობს, რითაც სიყალბის გამოაშკარავების შემთხვევაში "შავ" პიარს გაუკეთებს საკუთარი მეღვინეობის დარგს. თუმცა მოვლენების გავითარების სხვა სცენარიც მოსალოდნელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოზე რეალურ ფაქტებზე მეტად ტელევიზორში ეფექტურად გაშუქებული ამბები და პიარ-ტექნოლოგიები მოქმედებს, სომხეთს შეუძლია ყალბ ინტერპრეტაციაზე ასეთივე სარეკლამო კამპანიების აგება და არც ის იქნება გასაკვირი, თუ ბი-ბი-სი-ზე ლამაზ ვიდეოს ვიხილავთ, რომელიც სომხეთში, ღვინის სამშობლოში დაგვპატიჟებს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ - ახალ ზელანდიაში ცხოვრობს ხალხი, რომელიც საქართველოს ისტორიის საკითხებში ჩვენზე უფრო განათლებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ინტერესებსაც დაიცავს
Заза Бакурадзе
Заза Бакурадзе
для тех кто не сможет перевести с Грузинского : Этой находке на територии Грузии 8 тысяч лет. На месте находки было обнаружено кувшин со следами винной кислоты, виноградной пыльцой, что свидетельствует о том , что вино настаивалось на том же месте и с виноградными костачками в кувшине. Это стало широко известно всему научному сообществу. И никто теперь не может сфальсифицировать, что родиной виноделия является Грузия, несмотря на активную пропоганду российских сми и российских ученых. В Грузии акультурено более пятисот сортов виноградника и вся винная терминалогия исходит от иберийско-кавказкого наречия, т.е. грузин.
Заза Бакурадзе
Заза Бакурадзе
Georgia is one of the oldest wine producing regions of the world. The fertile valleys of the South Caucasus, which Georgia straddles, are believed by many archaeologists to be the source of the world's first cultivated grapevines and neolithic wine production, over 8,000 years ago.[1][2][3] Due to the many millennia of wine in Georgian history, the traditions of its viticulture are entwined and inseparable with the country's national identity.Among the best-known regions of Georgia where wine is produced are Kakheti (further divided onto micro-regions of Telavi and Kvareli), Kartli, Imereti, Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti, and Abkhazia.UNESCO added the ancient traditional Georgian winemaking method using the Kvevri clay jars to the UNESCO Intangible Cultural Heritage Lists.[4]
VARDAN GRIGORYAN
VARDAN GRIGORYAN
MI ARMIANI SAMI STARI NAROD NA ZEMLE NE RAZ DOKAZANO ETO POETOM MI DOLJNI JIT PROCVETAT NE ISHCHEZNEM MI OT ZEMLI NA ZLO MNOGIX NE CHISTIK KROVEY HAYASTAN MISHT ARACH NASHA ZEMLYA ETO SVETAYA ZEMLYA BOGOV Y V BIBLIE NAPISANO I VSTARIX SHUMERSKIS VRUKAPISANE
Arthur 阿尔图
Arthur 阿尔图
skaska
Arthur 阿尔图
Arthur 阿尔图
rogor tqvi V saukonezi somxetis teretoriaze qartvelebi iyvnen?

Раскадровка

Армяне одни из древних народов!! 480.mp4
Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4 Видео: Армяне одни из древних народов!! 480.mp4